მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან, – ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარებას ეხმაურება.
„ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.
მათგან განუყოფლად, მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.
მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით“, – წერია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს პრეზიდენტის განცხადების აფხაზური ვერსიაც.