პრეზიდენტის გადაწყვეტილება

როგორ განვითარდება პროცესები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით? ვეტოს გამოყენებაზე პრეზიდენტის უარის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი, კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმების თაობაზე პარლამენტში კანონპროექტის დარეგისტრირებას გეგმავს.

ოპოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია და მას ხელისუფლების გავლენას უკავშირებს, მმართველი გუნდი კი პრეზიდენტის პოზიციას დადებითად აფასებს და კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან კანონის სრულ შესაბამისობაზე საუბრობს.

თავად პრეზიდენტი კი კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის შენიშვნებს ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

ნათია ქენქაძის სიუჟეტი.