პრეზიდენტის გადაწყვეტილება

თორნიკე რიჟვაძე – პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატად დაასახელა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების პროცესი იწყება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობას 14 მანდატი აქვს, შესაბამისად, რიჟვაძეს მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება. ოპოზიციის მიერ წარდგენილი არმაზ ახვლედინი კი, გიორგი მარგველაშვილის არჩევანს არ იწონებს.

მმართველი გუნდის ოპონენტები რიჟვაძის მხარდაჭერას არ აპირებენ.