პრეზიდენტის და ოპოზიციის გეგმები

პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციები გრძელდება.

ქარტიის ხელმომწერები დროებითი მთავრობის დასახელების ვადებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გეგმას, ანუ პრემიერობის და ტექნიკური მთავრობის წევრობის კანდიდატების არჩევნებამდე წარდგენას არ ეთანხმება. აზრთა სხვადასხვაობაა ერთ წელიწადში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზეც. თუ ბოლო განცხადებებს გავითვალისწინებთ, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრების გათვალისწინებას არ აპირებს სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ტექნიკური მთავრობის წარდგენა უახლეს დღეებში აქვს დაანონსებული. ხელისუფლებასთან მწვავედ დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოსტ-საარჩევნო პოლიტიკურ გეგმებზეც იწყებს საუბარს. სად ხედავს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკუთარ თავს პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება – გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში გარკვეული დეტალები დაზუსტდა.