პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში

პარლამენტში საგაზაფხულო სესია დღეს სალომე ზურაბიშვილის მოსმენით გაიხსნა. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო წლიური მოხსენება იყო. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მომავალი არჩევნები, სხვადასხვა კუთხით არსებული გამოწვევები, კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი – ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში ისაუბრა. ზურაბიშვილი კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ. მან ტრიბუნიდან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს კონკრეტული კითხვებითა და მოწოდებითაც მიმართა. ასევე გააჟღერა კონკრეტული ინიციატივებიც. უფრო დეტალურად, პრეზიდენტის წლიური ანგარიშისა და გზავნილების შესახებ თეონა მანაგაძე ისაუბრეს.