პრეზიდენტის არჩევის წესი

150 თუ 300? – ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი შესაძლოა, გადაიხედოს. ახლად მიღებულ უზენაეს კანონში უკვე ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. მაგრამ მმართველ გუნდში ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლიდან – 300-წევრიანმა საარჩევნო კოლეგიამ თუ პარლამენტის 150-მა დეპუტატმა. თუ იდეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, სახელმწიფოს მეთაურის არჩევის პროცესს ჩამოშორდებიან აჭარისა და აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები.

პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, საარჩევნო კოლეგიის ნეგატიურ პოლიტიკურ ეფექტზე საუბრობს და ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობები არ უნდა მონაწილეობდნენ.

ვინ აირჩევს პრეზიდენტს – ხალხი, საარჩევნო კოლეგია თუ პარლამენტი – ეკა კოპალიანი თემის დეტალებით.