საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით ხვალ წარდგება. ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე გაამახვილებს. პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები გამოვლენ. რეგლამენტის შესაბამისად, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები 31 მარტის სხდომაზე არ იქნება.