პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოხმაურება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს 2013 წლის შემდეგ გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების გასაჯაროებას სთხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტები, რომელიც უშიშროების საბჭოში ინახებოდა, მის სამართალმემკვიდრეს, მთავრობას გადაეცა და პრეზიდენტს ამ დოკუმენტებზე წვდომა არ აქვს. ნათია სულავას თქმით, გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბიშვილის ნაცვლად მთავრობას უნდა მიმართოს. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის ღია წერილში სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმული პირდაპირი თუ ირიბი მუქარა კატეგორიულად მიუღებელია.