საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წლიურ მოხსენებას 4 მარტს წარუდგენს.
პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მეორე ანგარიშს წარუდგენს.
წლიური ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.
პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.
პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.