კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს შეეხო საუბარი სამეგრელოში საქართველოს პრეზიდენტთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე.
სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, როგორ ახდენს სამხარეო ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას. ასევე რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ პრეზიდენტს ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კორონავირუსის მიუხედავად, სამხარეო ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.
შეხვედრის პარალელურად, გაიმართა სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია.