პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

საფრანგეთში მშვიდობის ფორუმს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთად კონფლიქტებისა და კრიზისებისადმი მიძღვნილ პენალურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ევროპულ არჩევანზე ილაპარაკა. საუბრის თემა იყო რუსეთის აგრესია და იმპერიალისტური მიზნები, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავისი მოქმედებებით ადასტურებს. ოკუპაციის მძიმე შედეგებზე საუბრისას, პრეზიდენტმა პარიზიდან ოთხი დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურიც ახსენა.