პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს და მისი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტთან აუდიენციაზე ასევე მივიდნენ დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი. საუბრის მთავარი თემა პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ იყო, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, ევროპულ პრიორიტეტებზე კონკრეტულ შეთავაზებებს გააერთიანებს და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.