პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ლიეტუვას ეწვევა. ზურაბიშვილი ლიეტუვას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სეიმის თავმჯდომარეს შეხვდება. უმაღლესი დონის შეხვედრების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამასთან, ზურაბიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.