საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა განუცხადა.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ვითარების დეესკალაციას.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პროცესების პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადასაყვანად, ასევე აუცილებელია თბილისში განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.