კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, მოსამართლეთა შერჩევა-განწესების შესახებ მომზადებული კანონის პროექტია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ხუთი რეკომენდაციიდან ოთხი გაითვალისწინა.