პრეზიდენტი ჯიღაურას ლაბორატორიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. მან ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთიც დაათვალიერა. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი, სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ. კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი შეიქმნა კვლევითი ცენტრი. პროექტს 2007 წლიდან ბანკი „ქართუ“ ახორციელებდა, 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა.