არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება ურთიერთობა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის.
როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე ამჯერად გერმანიაში იმყოფება. სახელმწიფოს მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაში და ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებაში ადანაშაულებს. ცნობილია განხილული თემებიც – სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ქარტია, რომელიც დროებითი მთავრობის და დროებითი პარლამენტის არჩევას გულისხმობს, წინასაარჩევნო გარემო და ევროინტეგრაციის პროცესი. თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას დავეყრდნობით, სალომე ზურაბიშვილმა შტაინმაიერთან მესამე სექტორის წინასაარჩევნო შევიწროებაზე და ქართველი ემიგრანტებისთვის შექმნილ საარჩევნო ბარიერებზე ისაუბრა.