საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც, საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტით გამგზავრებას აპირებს, შესაბამის საკითხზე პრეზიდენტმა მთავრობას თანხმობის მისაღებად 27 აპრილს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. საკითხს დღეს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.