პრეზიდენტი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა. პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარებაში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა განისაზღვროს ის მიმართულებები, რომელიც სჭირდება ახალგაზრდებს.
სალომე ზურაბიშვილს მიღებაზე ბრიტანეთის ელჩმა უმასპინძლა. ბრიტანეთის სასწავლო პროგრამები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოდან კურსდამთავრებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 350-ია.