პრეზენტაცია ოპერის თეატრში

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილიოპერების „მინდიას” და „პირველი სიყვარულის” კლავირების პრეზენტაცია გაიმართა. კლავირების გამოცემა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება. კლავირებში შეტანილი წინასიტყვაობისა და ლიბრეტოს ინგლისურენოვანი თარგმანი და საოპერო პარტიების ტექსტის ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია შესაძლებლობას აძლევს უცხოელ შემსრულებლებს თუ დაინტერესებულ პირთა ფართო წრეს, გაეცნონ და შეასრულონ ეს ნაწარმოებები. ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია” 1961 წლის 21 ივლისს დაიდგა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. კომიკური ოპერა „პირველი სიყვარული“ კი კომპოზიტორმა სიცოცხლის ბოლოს შექმნა.