მეცნიერებათა აკადემიაში ენციკლოპედია „საქართველოს“ მეხუთე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას ენციკლოპედიის ელექტრონული და ინგლისურენოვანი ვერსიაც წარუდგინეს. ნაშრომი 3 000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას, 800-მდე ფოტოს, რუკასა და ილუსტრაციებს აერთიანებს. ასახულია ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველთა საქმიანობა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მის წარმომადგენელთა მოღვაწეობა.