პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

ლუგარის ლაბორატორია ამ მომენტისთვის 23 საეჭვო პაციენტის ანალიზს იკვლევს. 15 ინფიცირებულიდან შედარებით მძიმეა მხოლოდ ორი პაციენტის მდგომარეობა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, ამ დრომდე შიდა გადადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. თუმცა რისკები მზარდია, რის გამოც მკაცრდება შესაძლო შემთხვევების კონტროლი. დღეიდან პოლიცია გააკონტროლებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან. ექიმები რეკომენდაციის სახით იზოლაციას ურჩევენ ყველა იმ პირს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რომელიმე უცხო ქვეყანაში იმყოფებოდნენ.