ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩატარდა პრესტური ხელოვნების მუზეუმში.
შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს ადგილზე მიმდინარე სამუშაოები გააცნეს.
პრესტურზე მოწვეული იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა და საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი ნინო მიქიაშვილი. ისინი განათლების მინისტრის მოადგილეს და მუზეუმის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, მუზეუმის ახალი სივრცე გვერდით არსებული სასტუმროს ავტოფარეხში იქნება.
მუზეუმის ადმინისტრაციის თქმით, ახალი სივრცე არის მესამე კორპუსი, არ ეკუთნის სასტუმროს შენობას და ის მხოლოდ საევაკუაციო გასასვლელით არის მასთან დაკავშირებული.
„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პრესტურის დაწყებამდე შენობა ტრანსპარანტებით დაიკავეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება.
ხელოვნების მუზეუმში ამჟამად კოლექციების აღრიცხვა-შეჯერება, მონიტორინგი და გეგმიური რესტავრაცია მიმდინარეობს.