„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა საკანდელიძემ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა. გიორგი ვაშაძის თქმით, გუშინ საკანდელიძე საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს და განცხადება მუქარის შედეგად დააწერინეს. ,„სტრატეგია აღმაშენებელში“ განმარტავენ, რომ განცხადების გაუქმების მოთხოვნით დღესვე მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. გიორგი ვაშაძე უახლოეს დღეებში ასევე სახალხო დამცველსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.