პრემიერმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა. რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე სამსახურში ესტუმრა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე 70 წელზე მეტია სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტია. ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელოები.