პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარიამ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აანთო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაეთანხმა ისრაელის ელჩის, შაფთაი ცურის ინიციატივას, რომლის თანახმად, იერუსალიმში ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება.
ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას თბილისის დიდ სინაგოგაში პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი დაესწრნენ.