პრემიერმა დიპკორპუსს უმასპინძლა

საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა, მთავრობის მეთაურმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში. ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.