საქართველოს პრემიერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვახშამზე უმასპინძლა. ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჯოზეფ ბორელთან არაფორმალურ გარემოში განიხილა.