ბოლო ერთ თვეში პრემიერი პარლამენტში უკვე მესამედ მივიდა.
ხმაურიან დებატებს წინ 2019-20 წლების ანგარიში უძღოდა. პრიორიტეტებს შორის დასახელდა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის სწრაფად დაძლევა, განათლების სისტემის რეფორირება და ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება. დაანონსდა რამდენიმე მასშტაბური პროექტიც. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ არ მოხვდა წინა წლის ანგარიშში 20 ივნისის მოვლენები, ოპონენტების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა და საგანგებო ბიუჯეტი.
მთავრობის მეთაურს დამოუკიდებელი დეპუტატების კრიტიკული კითხვების მოსმენაც მოუხდა.