პასუხი ნეგატიურ საერთაშორისო გამოხმაურებაზე. პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს სადავო კანონზე დისკუსიას სთავაზობს.
ირაკლი კობახიძე მზადაა, რომ დებატებში პირადად მიიღოს მონაწილეობა და კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დაარწმუნოს, რომ მმართველი გუნდის მიზანი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ეს შეთავაზება პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო ამერიკის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები და ევროპარლამენტარები ინიცირებულ პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ და მის გაწვევას მოითხოვენ.
მიიღებენ თუ არა დიპლომატები საჯარო დებატების გამართვის შეთავაზებას – მთავრობის მეთაურის მიმართვას ოპოზიციურ პარტიებს შორის მწვავე რეაქციები მოჰყვა.