უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.
ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტის საინაუგურაციო ღონისძიებაში. ყირიმის პლატფორმა უკრაინის მიერ წამოწყებული ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რომლის მთავარი მიზანიც ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირების გაზრდაა. სამიტში 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. ღონისძიებაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვა და აქცენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ შექმნილ ვითარებაზე გააკეთებს.