პრემიერის ვიზიტი უკრაინაში

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.

შეიქმნა სტრატეგიული საბჭო, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ოთხი მიმართულებით კავშირების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. მათ შორისაა უსაფრთხოება და ვაჭრობა. ეს არის ერთ-ერთი შედეგი, რომლითაც კიევში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

გიორგი გახარია ვლადიმერ ზელენსკის დღეს პირისპირ შეხვდა. შეხვედრები გაიმართა პრემიერთან და რადას თავმჯდომარესთანაც. ამავე ვიზიტის დროს გაჩნდა პერსპექტივა, რომ საქართველოს და სუამი-ს დანარჩენ ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ამოქმედდეს. ოპოზიცია უკრაინის დედაქალაქში მთავრობის მეთაურის ვიზიტს დადებითად აფასებს, თუმცა განმარტებებს ითხოვს სუამი-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხევდრის შემდეგ რუსულ ენაზე გაკეთებული განცხადების გამო.

ანა ბროლაძე გაგვაცნობს ვიზიტის შედეგებს.