თურქეთის დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ქართული დელეგაციის წევრების ვიზიტი მიმდინარეობს.
ანკარას აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა. ცნობილია, რომ პრემიერი დელეგაციასთან ერთად ჩავა დამანგრეველი მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ, ჰათაის პროვინციაში.
ვიზიტს გიორგი კობერიძე აშუქებს.