ეგვიპტე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტს მასპინძლობს. მასში საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციაც მონაწილეობს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვა 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი. სამიტის მთავარი ნაწილი დღეიდან იწყება, ლიდერები მსოფლიო საზოგადოების წინაშე ხუთწუთიანი მოხსენებებით წარდგებიან. გარემოს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ვიზიტის დეტალებით „მოამბის“ ეთერში ეგვიპტიდან გენო ოსიყმაშვილი შემოგვიერთდება.