ჟოზეფ ბორელი ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მუშაობას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ამ პროცესს ქართული საზოგადოებიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ შეხვედრას და აღნიშნა, რომ ამ დისკუსიაზე ის მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კვლავ გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა.
ბრიუსელში პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით იმყოფება, მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისტან ერთად. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.