შეხვედრის გაუქმების შემდეგ აუდიენცია მაინც შედგა.
საქართველოს პრემიერი ნატოს გენერალურმა მდივანმა საცხოვრებელ რეზიდენციაში მიიღო. ორგანიზაციას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუმარტავს, თუ რატომ გამოცხადდა დღეს დილით ნატოს ვებ-გვერდზე იენს სტოლტენბერგის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებულად. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობაა, მას 8 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ დილით სტოლტენბერგმა ალიანსის სათაო ოფისში ფინეთის და შვედეთის ელჩებისგან გაწევრიანების განაცხადები პირადად ჩაიბარა. თემა უკვე გახდა შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი საქართველოში. უკრაინის ომი და მადრიდის მოახლოებული სამიტი შეხვედრის ძირითადი თემები იყო. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქვეყანას ნატოსგან მოახლოებულ სამიტზე და რატომ გაუქმდა სტოლტენბერგთან შეხვედრა თავდაპირველად, – „მოამბე“ ბრიუსელიდან.