საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, – ამის შესახებ, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში.
ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.