პრემიერ-მინისტრი ბათუმს სტუმრობს. ბათუმში გიორგი გახარიამ რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური თავდაპირველად საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც სასწავლებელში იგეგმება.
განსაკუთრებული ყურადღება ფოთში აკადემიის ფილიალის მშენებლობაზე გამახვილდა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს. დღესვე გიორგი გახარიამ ბათუმის ცენტრალური სტადიონიც მოინახულა, სადაც სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პრემიერი ბათუმის ნავსადგურსაც ეწვია და ქართული ციტრუსის რეალიზაციისა და ტრანსპორტირების საკითხებს გაეცნო.