პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.
პრემიერი ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან მართავს შეხვედრებს. დაგეგმილია მოხსენებით გამოსვლა ფორუმზე, რომელიც მშვიდობას ეძღვნება, სადაც მთავარი აქცენტი ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაკეთდება.
27 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილეებს მიმართავს სიტყვით. პრემიერი ასევე მიწვეულია პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება.