საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბბინაში იმყოფება, სადაც გენერალური ასამბლეის 78-ე სესია იხსნება. მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს. ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს დაგეგმილი აქვს სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.