პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

27 სექტემბერს საქართველოს პრემიერს 193 ქვეყნის ლიდერები მოუსმენენ. მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საზოგადოებას გაერო-ს ტრიბუნიდან პირველად მიმართავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობს.

უკვე ცნობილია, რა თემებზე გააკეთებს პრემიერ-მინისტრი გამოსვლის დროს აქცენტს. პარალელურად, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან მაღალი რანგის შეხვედრები გრძელდება.