აბუ დაბიში საქართველოს პრემიერის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნას ემთხვევა. მთავარი სასაუბრო თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა.