პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაური, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და ასევე, ლიეტუვას პრეზიდენტსაც შეხვდა.
დღეს ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაა დაგეგმილი და მასში 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.