პრემიერის შეხვედრა UNICEFის წარმომადგენლებთან

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ მიიღო, „იუნისეფი“ დადებითად აფასებს.

ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. აუდიენცია შანხაიში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა მას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.