ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მისი მიღებისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულება იყო დღეს ბრიუსელში გამართული შეხვედრის მთავარი თემა – საქართველოს პრემიერ მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდა.
შარლ მიშელმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში განიხილეს საკითხები. მანამდე საქართვლოს მთავრობის მეთაური ბელგიელ კოლეგას შეხვდა.
როგორ აფასებს შეხვედრის შედეგს საგარეო საქმეთა მინისტრი და რა შეხვედრები აქვს კიდევ დაგეგმილი ქართულ დელეგაციას – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.