პრემიერის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის იყო შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. ურსულა ფონ დერ ლაიენი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ კარგი შესაძლებლობა ჰქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განეხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. „მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან, რათა ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.