პრემიერის შეხვედრა ბიზნესთან  

გართულებული ეპიდემილოგიური ვითარების ფონზე კერძო სექტორი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

საუბარია საგადასახადო შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადებაზე. პრემიერი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკის მიმართულებით აღარ იქნება.

რა განცხადებები გაკეთდა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის მონაწილეების მხრიდან, მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს.