პრემიერი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს პასუხობს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა.  მამუკა ბახტაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველომ არჩევნების კუთხით ნაბიჯი გადადგა არა წინ, არამედ უკან.

პრემიერის განცხადებით, 2012 წლიდან სწორედ მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება გახდა მათი პოლიტიკური გუნდის მთავარი ხელწერა, რამაც უზრუნველყო ორი რამ – საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის რომ ქვეყანას სწორი კურსი და დემოკრატიის განვითარება აქვს, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებითაც დასტურდება.