ჩვენი ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საუკეთესო პასუხი კი ამ გამოწვევაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა,– ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკული გამოცემის ჟურნალისტს კითხვაზე – არის თუ არა რაიმე პროგრესი რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.
მამუკა ბახტაძემ მთავრობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონის ფინანსურ, ბიზნეს, ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად უნდა გარდაიქმნას.