პრემიერის ინტერვიუ „სქაისთან“

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ იტალიურ ტელევიზიასთან. „სქაისთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. საუბრის თემები ქვეყნის საგარეო კურსი, გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ მიღებული კანონები და რუსეთთან ურთიერთობები იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და საქართველოს მომავალი ევროპაშია. მანვე განმარტა, რომ საქართველოს რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. ამავე ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ თუ რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს ან ევროპულ სულისკვეთებას, მმართველი გუნდი მზად არის დისკუსიის ფორმატში გადაწყვეტილებას გადახედოს.